четверг, 9 февраля 2012 г.

happy valentines day

ცეცხლოვენი გულები...
სუნამოები...ფუმფულა სათამაშოები...
და გაურკვეველი რაოდენობის ხასხასა ვარდები...

ნუ თებერვლის შუა რიცხვებში ეგ არც არავის უკვირს, ვალენტინობაა ბოლოს და ბოლოს...



მე რატომღაც არც გული მიცემს უფრო გამალებით და არც არაფრის მოლოდინი მაქვს,რაღაც უზროდ ვგრძნობ თავს. არც სენტიმენტალურობის ხასიათზე ვარ და არც რომანტიულობის... და ალბათ ნერვებიც არ მაქვს ამათზე დასახარჯი, მაგრამ მიზეზი მაქვს... :)


ალბათ ახლა სწორედ ის პერიოდია რომ უნდა ვოცნებობდე : სერენადა მიმღეროს და ვარდები მაჩუქოსო. ან ჯერ შეუსრულებელ 20 წლის ასაკში დავბერდი, ან რომანტიზმის ნაპერწკალიც კი არ გამაჩნია.მოკლეთ ან ისეა ან ასე, მაგრამ არ მესიყვარულება... ნუ თამაშით ვითამაშებდი დიდი სიამოვნებით,წავიფლირტავებდი კიდეც მაგრამ სე ბიჭები სულ ,,წავიდნენ ხელიდან" და ეგრევე ცოლად უნდიხარ.


ნუ მოკლეთ, მიუხედავად იმისა რომ სამ საათში გაურკვეველი რაოდენობის სმს–ს ვხარჯავ და წუთობით ვლაპარაკობ ტელეფონზე ( 4 წუთიც კი ბევრია ჩემთვის ), მაინც არ მერომანტიულება და ამ სავალენტინოდ სასტიკი განწყობა მაქვს... 


სასაცილო სიტყვაა ვალენტინობა.. :D რატომღაც სულ კარტი და ვალეტი მახსენდება და იმ წამსვე ,,ფურთის" თამაში მინდება...
რადგანაც უნიში დასვენებაა და მთელი დღეები უსაქმოდ ვარ სახლში, კომპიუტერთან სასაცილო რაღაცეებს ვეძებ რომ საზიზღარი განწყობა რაიმეთი ავიმაღლო. ხო და სავალენტინო განწყობა facebook_ის სურათმა გამინადგურა საბოლოოდ, მაგრამ იუმორის გძნობა გამიღვიძა აგერ მესამე კვირა მიძინებული... 



პ.ს. მაინც გილოცავთ  არა ქართულ დღესასწაულს თუ რაც არი...  სულ ასეთი შეყვარებულები,რომატიზმით აღსავსე და ჩაგულებულნი მენახეთ. ოღონდ ჩემთვის არ მოგეშალოთ ნერვები ამდენი სენტიმენტალიზმით!