четверг, 1 марта 2012 г.

გაზაფხული


გაზაფხული რომ მოვა_
გული დაიწყებს ფაჩუნს.
სული აანთებს სანთლებს,
სითბოს დაუწყებს ძებნას.
გამოგიხედავ გარეთ_
დამელოდები მარტში...
სიყვარულით ხარ სავსე
ამაოდ მითბობ ხელებს!
გამიორმაგებ გრძნობას,
გამინახევრებ სიტყვას,
გამისამმაგებ კოცნას ,
გამიცამტვერებ თოვას.
დამელოდები მარტში... 
სითბოს დავუწყებ ძებნას.
გამანახევრებს გრძნობა,
გამილამაზებს დღეებს,
ვეღარ დაგიწყებ თოვას
გაგეყინები მარტოს!