понедельник, 16 апреля 2012 г.

აპრილის თხუთმეტი


         
ალბათ არ ძალგიძს გამცე პასუხი
აუტანელი ქცევების გამო.
დაგწყვიტე გული _ გაგინახევრე.
დამიკლე სითბო,დაგაკლე გრძნობა.
სულის სიღრმემდე მომნატრებიხარ,
ღამე გათეთრდა, ფიქრში გათენდა.
დღე მოიღუშა _ მზემ მოიწყინა.
ნუთუ მიყვარხარ?!  ასე მაკლიხარ?
სითბოს ვეღარ ვგრძნობ …
შენი თვალების დამაკლდა ფერი…
შენი ტუჩების დამაკლდა გემო...
ნუთუ მიყვარხარ?! ასე მაკლიხარ?
უშენოდ ვერ ვძლებ...სულ ყველგან გეძებ…
დასახლდი ჩემში _ სამარადჟამოდ!
დამითბე მარტი… გამიზაფხულე უკვე აპრილში…
ხვალ თხუთმეტია... აპრილის თხუთმეტი
და ჩვენ ვზეიმობთ ჩვენს მარტოობას!