пятница, 28 сентября 2012 г.

პ.ს.

ჩემო ძვირაფსო, მე მხოლოდ ერთს გთხოვ...
ვფიქრობ რომ ჩემს თხოვნას გაითვალისწინებ, მხოლოდ იმიტომ რომ ასე კარგად ვიყავით ერთად...
ერთს გთხოვ,არასოდეს გაიხსენო ჩვენი სიყვარულის ისტორია...
არასოდეს მოუყვე ის შენს შილებსა და შვილიშვილებს...
ვიცი რომ ამ ყველაფრის გახსენება ერთდროულად ტკივილსაც მოგაყენებს და კვლავ ჩაიძირები ჩვენს სიყვარულში...
მე მინდა ამაყად იცხოვრო,დატკბე ყოველდღიური ცხოვრებით. ბედნიერი იყო შენს ცოლთან და შვილებთან ერთად,რომლებსაც ალბათ შენი თვალები ექნებათ...
 ის იცოდე უსაზღვროდ მომენატრები ყოველთვის!მეც გპირდები არასდროს არ მოვუყვები პატარებს ჩვენი სიყვარულის ისტორიას,რომელიც ასეთი ქაოსური და ასეთი ტკბილი იყო.
იმისიც მჯერა ეს არასოდეს არ განმეორდება,არასოდეს არცერთ ათასწლეულში.მე მჯერა ჩვენი სიყვარული არის ჭეშმარიტი და  ნამდვილი, რომელიც  ყოველმა ადამიანმა უნდა იგრძნოს.მიხარია რომ შენ ეს იგრძენი და მეც მაგრძნობინე და რომ მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ ქალად გამხადე.
არ მინდა ვილაპარაკო თუ რა ტკბილია ჩვენი სიყავრული!
თუ ამას კითხულობ ესეიგი ერთად აღარ ვართ,მიზეზი ორივეთვის ნათელი იქნება და გასაგები. ეს იცოდე ახლა ამას რომ ვწერ ყველაზე მეტად მიყვარახრ და ყველაზე მეტად მჭირდები!



პ.ს. დაიმახსოვრე ცხოვრებაში მთავარია უყვარდე და გიყვარდეს!   მიყვარხარ...

суббота, 28 апреля 2012 г.

მარტში მოსული


თმაში გაჩრილი ჩემი სინაზე მოგწონს
გადალეული ფერების მიღმა!
ვნებებით სავსე,უკიდეგანოდ მოციმციმე_
ჩვენი თავლები მოსწონთ!
არა ვართ მსხვერპლნი, აღარც გმირები.
არც ბანალური love story_ბით მოამაყენი.
ჩვენ ორნი....
მარტში მოსული სინაზე გვხიბლავს!
ჩვენ ორნი...
მარტში მოსული ზაფხულით ვტკბებით!



четверг, 26 апреля 2012 г.

***


როცა თმაში შემერევა თეთრი.
როცა კანზე მომერევა ჭორფლი.
მერე მხოლოდ შენთვის ვიწყებ სუნთქვას,
მერე მხოლოდ შენთვის ვიღლი თვალებს.
მერე ღმერთთან ვხდებით უფრო ახლოს,
გულს ვივიწყებთ,ვხდებით ფიქრის მონა.
მერე,უფრო ნაზად გვიყვარს სიტყვა.
მერე,უფრო ტკბილად გვძინავს ღამით.


понедельник, 16 апреля 2012 г.

აპრილის თხუთმეტი


         
ალბათ არ ძალგიძს გამცე პასუხი
აუტანელი ქცევების გამო.
დაგწყვიტე გული _ გაგინახევრე.
დამიკლე სითბო,დაგაკლე გრძნობა.
სულის სიღრმემდე მომნატრებიხარ,
ღამე გათეთრდა, ფიქრში გათენდა.
დღე მოიღუშა _ მზემ მოიწყინა.
ნუთუ მიყვარხარ?!  ასე მაკლიხარ?
სითბოს ვეღარ ვგრძნობ …

четверг, 1 марта 2012 г.

გაზაფხული


გაზაფხული რომ მოვა_
გული დაიწყებს ფაჩუნს.
სული აანთებს სანთლებს,
სითბოს დაუწყებს ძებნას.
გამოგიხედავ გარეთ_
დამელოდები მარტში...
სიყვარულით ხარ სავსე
ამაოდ მითბობ ხელებს!

четверг, 9 февраля 2012 г.

happy valentines day

ცეცხლოვენი გულები...
სუნამოები...ფუმფულა სათამაშოები...
და გაურკვეველი რაოდენობის ხასხასა ვარდები...

ნუ თებერვლის შუა რიცხვებში ეგ არც არავის უკვირს, ვალენტინობაა ბოლოს და ბოლოს...

вторник, 7 февраля 2012 г.

უცხოპლანეტელები თუ მფრინავი ფეხსაცმელები?!


ერთ მშვენიერ დღეს გადავწყვიტე  ბათუმის ქუჩების მონახულება, ყოველთვის წააწყდება კაცი რამე საინტერესოს ბათუმში, ხო და მეც ფოტოაპარატი სულ თან დამაქვს.
ობიექტივის კადრში 9 მარტის ქუჩა მოხვდა. ჩემი გაოცებული სახე უნდა გენახათ, როდესაც ელექტროენერგიის სადენებზე ჩამოკიდებული ფეხსაცმელები შევნიშნე. კარგა ხნის ყოყმანის შემდეგ, ცნობისმოყვარეობამ მორიდებულობა გადაწონა და ვცადე გამერკვია თუ რა ხდებოდა.
9 მარტის ქუჩა ძალიან პატარა და მყუდრო დასახლებაა. ერთი შეხედვით იფიქრებ, რომ აქ ყველა ერთმანეთს იცნობს, აქ ერთმანეთზე ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ ჩემ მიერ დასმულ კითხვაზე, თუ ვის ან რაში დასჭირდა ფეხსაცმელების სადენებზე ჩამოკიდება, ვერავინ გამცა კონკრეტული პასუხი.
იქვე მოსაუბრე მოხუცებისგან გავიგე რომ, თურმე ბავშვები თამაშობენ და თან  ძლიერი ქარის დროს, ფეხსაცმელები სადენებს გადახლართვისგან იცავს.