четверг, 12 января 2012 г.


თეთრ როილაზე მიჯაჭვული გრძელი თითები,

გამოსცემს ბგერებს ცრემლიან სევდას....

მე ისევ ქარიან წვიამში გეძებ,
მინდა გაიგო ამ როიალის კვნესა და ღელვა.
ქარიიან წვიმაში ვდგევარ სულ მარტო
შენ კი არ ჩანხარ აღარც კი მეძებ.
(სულ დამივიწყე... ახალ გზას დაადგი ფეხი)
და მას გაჰყევი რიტმიან კვალით..
ალბათ ახლისთვის დაიწყებ ზრუნვას
და ისევ შენთვის დაიწყებ ღიღინს
კარგად მიგიღებს,მოგეხვევა,მოგიალერსებს
მე კი წვიმიანი ქარი მომოღებს ბოლოს.

ფიქრები სიკვდილზე...


საერთოდ რისთვის ცოცხლობს ადამიანი?! ან, თუ ცოცხლობს რატომ კვდება?!
ტიტანივით ვცდილობ შევებრძოლო ღმერთს და გავიგო ჩვენი მოსვლისა თუ წასვლის საუდუმლო. მაგრამ ყოველი ბრძოლა უშედეგოდ მთავრდება.ბოლოს მაინც ვცდილობ ჩავკლა ეს აკვიატებული ფიქრი ჩემში და რეალობას დავუბრუნდე.
დღისით თუ ღამით,ყოველ წუთს თუ ყოველ წამს_ჩემი ფიქრები სიკვილთან მიდის.ალბათ ცხოვრებამ დამაახლოვა ასე.სიკვდილმა ღიმილი მასწავლა,სიყვარულითა და მონატრებით სავსე ღიმილი.სიკვდილმა მზე დამანახა,სულ სხვანაირი_უფრო თბილი,უფრო ჩემი.ყოველ დილით მინდა მზის სხივით ვიღვიძებდე,ყოველ წამს მინდა მზის სითბო ვიგრძნო. ასეთ დროს მგონია შენ ისევ ცოცხალი ხარ, მგონია რომ ისევ ჩემს გვერდით ხარ,მგონია რომ ისევ მაისი გვაერთიანებს .მზის გარეშე ვერ ვიღიმები,ცრემლით გიხსენებ და ლექსებს გიწერ.
ვცოცხლობ იმიტომ რომ შენ მახსოვდე.
ვცოცხლობ იმიტომ რომ შენ მტკიოდე.
ვცოცხლობ იმიტომ რომ ვილოცო შენთვის.
ვცოცხლობ იმიტომ რომ  წარმოვთქვა სახელი შენი.
ვცოცხლობ იმიტომ რომ შენთვის ვადინო ცრემლი.
ვცოცხლობ იმიტომ რომ მახსოვდეს შენი დაბადების დღე.

ვფიქროობ არფრისთვის და არაფრისგამო...


2012.. იანვარი.. წელი მშვენივრად დაიწყო... დაღლით,ქეიფით,გაბრაზებით და რაც მთავარია სიყვარულით! ალბათ ვერასოდეს წარმოვიდგენდი რომ იმ ისტორიების შემდეგ,რომელიც თინა ბებომ მოგვიყვა,კიდევ გავბედავდი სიყვარულზე ფიქრსა თუ წერას.. საქმე იმაშია რომ, 2012 ერთი საათის ,,მოსული'' იყო და ტრაგიკული სიყვარულის ისტორიას ვისმენდით სამი გოგონა,რომლებსაც სიყვარულისა საერთოდაც არ გვჯერ–ოდ–ა.
თბილი ღუმელის წინ მოკალათებულნი...
განწირული სიყვარული რისთვის ან ვისთვის?! 16 წლის გოგონასა და 18 წლის ბიჭუნასი. სიყვარული პლატონური... კინო სეანსებზე ,,აბურდული'' სიტყვები...

პოეზიის ერთი წამი




ქალაქს დააფიფქდა თეთრი ფიქრები,
შემოდგომისგან მხოლოდ სურნელი დარჩა.

ოცნების თაღზე ჩვენ ავიჭრებით
და სამუდამოდ დავრჩებით იქვე.
მოგონებბი ქრება წამშივე !
რა საუცხოოდ ათოვს ჩვენს ქალაქს?!
თეთრად მოფენილ ფიქრებს დავცქერით
და სასწაულად გვიზიდავს ქარი.
გავშალოთ ფრეთები, ,, ეშაფოტივით“ ვამტვრიოთ გზები,
დღესასწაულად ვაქციოთ თოვა _
ქალაქს რომ ავსებს სველი ფიქრებით!