четверг, 12 января 2012 г.

ფიქრები სიკვდილზე...


საერთოდ რისთვის ცოცხლობს ადამიანი?! ან, თუ ცოცხლობს რატომ კვდება?!
ტიტანივით ვცდილობ შევებრძოლო ღმერთს და გავიგო ჩვენი მოსვლისა თუ წასვლის საუდუმლო. მაგრამ ყოველი ბრძოლა უშედეგოდ მთავრდება.ბოლოს მაინც ვცდილობ ჩავკლა ეს აკვიატებული ფიქრი ჩემში და რეალობას დავუბრუნდე.
დღისით თუ ღამით,ყოველ წუთს თუ ყოველ წამს_ჩემი ფიქრები სიკვილთან მიდის.ალბათ ცხოვრებამ დამაახლოვა ასე.სიკვდილმა ღიმილი მასწავლა,სიყვარულითა და მონატრებით სავსე ღიმილი.სიკვდილმა მზე დამანახა,სულ სხვანაირი_უფრო თბილი,უფრო ჩემი.ყოველ დილით მინდა მზის სხივით ვიღვიძებდე,ყოველ წამს მინდა მზის სითბო ვიგრძნო. ასეთ დროს მგონია შენ ისევ ცოცხალი ხარ, მგონია რომ ისევ ჩემს გვერდით ხარ,მგონია რომ ისევ მაისი გვაერთიანებს .მზის გარეშე ვერ ვიღიმები,ცრემლით გიხსენებ და ლექსებს გიწერ.
ვცოცხლობ იმიტომ რომ შენ მახსოვდე.
ვცოცხლობ იმიტომ რომ შენ მტკიოდე.
ვცოცხლობ იმიტომ რომ ვილოცო შენთვის.
ვცოცხლობ იმიტომ რომ  წარმოვთქვა სახელი შენი.
ვცოცხლობ იმიტომ რომ შენთვის ვადინო ცრემლი.
ვცოცხლობ იმიტომ რომ მახსოვდეს შენი დაბადების დღე.
ვცოცხლობ იმიტომ რომ მახსოვდეს შენი გარდაცვალების დღე.
ვცოცხლობ იმიტომ რომ გავაკეთო ის რისი გაკეთებაც შენ ვერ შეძელი.
ვცოცხლობ იმიტომ რომ გადარო მზეს.
ვცოცხლობ იმიტომ რომ შენს ნაცვლად გავიღიმო.
ვცოცხლობ იმიტომ რომ  ძმად მყავდე.
ვცოცხლობ იმიტომ რომ მჯეროდეს შენი.
უბრალოდ შენთვის ვცოცხლობ, შენით ვცოცხლობ!