четверг, 12 января 2012 г.

ვფიქროობ არფრისთვის და არაფრისგამო...


2012.. იანვარი.. წელი მშვენივრად დაიწყო... დაღლით,ქეიფით,გაბრაზებით და რაც მთავარია სიყვარულით! ალბათ ვერასოდეს წარმოვიდგენდი რომ იმ ისტორიების შემდეგ,რომელიც თინა ბებომ მოგვიყვა,კიდევ გავბედავდი სიყვარულზე ფიქრსა თუ წერას.. საქმე იმაშია რომ, 2012 ერთი საათის ,,მოსული'' იყო და ტრაგიკული სიყვარულის ისტორიას ვისმენდით სამი გოგონა,რომლებსაც სიყვარულისა საერთოდაც არ გვჯერ–ოდ–ა.
თბილი ღუმელის წინ მოკალათებულნი...
განწირული სიყვარული რისთვის ან ვისთვის?! 16 წლის გოგონასა და 18 წლის ბიჭუნასი. სიყვარული პლატონური... კინო სეანსებზე ,,აბურდული'' სიტყვები...
 უმიზეზო ეჭვიანობა... ტატუ მკერდზე _,,თინიკო''... უცებ მოტაცება... განწირული სიყვარული! ცოლის უაზროდ მოყვანა, დანაშაული,ციხე,სიკვდილი! შვილები, შვილიშვილები.. უცებ გაგებული ტრაგედია.. დრო.. წლები.. სიბერე... ფიქრი წარსულზე ... და ჩვენ!
ვისმენდი და თავს ძლივს ვიკავებდი რომ არ ავბღავებულიყავი.. ამ ისტორიის მოსმენის შემდეგ ვთქვი რომ არასოდეს ვიფიქრებდი სიყვარულზე,მაგრამ რომ ამბობენ ,, დიდი სიტყვა არ თქვაო'' მართალი ყოფილა... დიდი არ მითქვამს, მაგრამ გრძნობამ სიტყვაზე გაიმარჯვა და მაინც მეფიქრება ამ სიყვარულზე. თან ყველაზე საზიზღარი ის არის   რომ უაზროდ ვფიქროობ არფრისთვის და არაფრისგამო...